ჰიპოთერმია მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმი იმაზე უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, ვიდრე მას წარმოქმნის. ტემპერატურა ეცემა 350C დაბლა. ჰიპოთერმია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
მისი ყველაზე ხშირი მიზეზი გარემოს დაბალი ტემპერატურაა, ასევე:
- შემთხვევით ცივ წყალში მოხვედრა
- ამინდისათვის შეუსაბამო ან სველი ტანისამოსის ტარება სიცივეში
- ცუდი გათბობა სახლში, განსაკუთრებით მოხუცებისა და ჩვილების შემთხვევაში
- ოთახის ზედმეტად ცივი კონდიცირება, განსაკუთრებით მოხუცებისა და ჩვილების შემთხვევაში
გადაციებისას შემდეგი სიმპტომები ვლინდება:
- კანკალი
- თავბრუსხვევა
- შიმშილის შეგრძნება
- გულისრევა
- გახშირებული სუნთქვა
- გონების მსუბუქი დაბინდვა
- კოორდინაციის დარღვევა
- საერთო სისუსტე
- აჩქარებული გულისცემა
შედარებით მძიმე შემთხვევებში სიმპტომატიკა მძიმდება, ადამიანი კარგავს გონებას და საფრთხე სიცოცხლესაც კი ემუქრება.
ჰიპოთერმიისას გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მდგომარეობს შემდეგში:
- შეეცადეთ დაზარალებულს მოექცეთ ფაქიზად. უხეშმა მოძრაობებმა-დაზელამ, ხახუნმა შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს
- ადამიანი გადაიყვანეთ თბილ გარემოში
- გახადეთ სველი ტანსაცმელი და გაახვიეთ მშრალ საბანში, პალტოში...
- აკონტროლეთ მისი სუნთქვა
- მოახდინეთ კანი-კანთან კონტაქტი სითბოს გადაცემისთვის
- დაალევინეთ თბილი სითხეები (არაალკოჰოლური, კოფეინისგან თავისუფალი)
- არ გამოიყენოთ პირდაპირი სითბოს წყარო - ცხელი წყალი, ფენი და ა.შ.