ჰიპერთირეოიდიზმი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებაა. ამ დროს ჯირკვალი ნორმაზე მეტი რაოდენობით ჰორმონს გამოიმუშავებს.
მას იწვევს სხვადასხვა დაავადებები:
- გრეივის იგივე ბაზედოვის დაავადება
- ტოქსიკური ადენომა
- პლამერის დაავადება
- ფარისებრის ანთება (თირეოიდიტი)
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- წონის უეცარი კლება
- აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია)
- მომატებული მადა
- აღგზნებულობა, დაბნეულობა
- კანკალი
- ოფლიანობა
- მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
- სიცხისადმი მგრძნობელობის გაზრდა
- კუჭის მოქმედების სიხშირის ცვლლებები, განსაკუთრებით გახშირება
- ზომაში გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი
- დაღლილობა, კუნთების სისუსტე
- ცუდი ძილი
- კანის გათხელება
- თხელი, სუსტი თმა
ბაზედოვის დაავადებისთვის სახასიათოა თვალების გადმოსვლა ბუდეებიდან, მათი შეწითლება, ზედმეტი რაოდენობით ცრემლიანობა და სინათლისადმი მგრძნობელობა.
ჰიპერთირეოიდიზმი დგინდება:
- სამედიცინო ისტორიის და ფიზიკალური გამოკვლევით
- სისხლში ფარისებრის ჰორმონის დონის განსაზღვრით
- რადიოაქტიური იოდის ათვისების ტესტით
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევის საშუალებით
არსებობს რამდენიმე მკურნალობის მეთოდი:
- რადიოაქტიური იოდით
- ფარისებრის საწინააღმდეგო პრეპარატები
- ბეტა-ბლოკერები
- ჯირკვლის ამოკვეთა