სასქესო ორგანოების პაპილომა
სასქესო ორგანოების პაპილომა
allmedic
სასქესო ორგანოების პაპილომა
სასქესო ორგანოების პაპილომა

სასქესო ორგანოების პაპილომა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ერთ-ერთ უხშირეს სახეს მიეკუთვნება. აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებ პირთა დაახლოებით ნახევარი პაპილომის ვირუსით ინფიცირდება. უმეტეს შემთხვევაში იმუნური სისტემა მას უმკლავდება და ინფექცია სიმპტომებს არ იწვევს.

პაპილომები უფრო ხშირად მანდილოსნებში ვითარდება. ისინი ძირითადად საშოს კედლებზე, გარეთა სასქესო ორგანოზე, უკანა ხვრელის ან საშვილოსნოს ყელის არეში მდებარეობს.  პაპილომები უფრო იშვიათად ვითარდება მამაკაცებში და ისინი უპირატესად  სასქესოს ასოს წვერზე, სათესლე პარკის ან უკანა ხვრელის არეში ლოკალიზდება.

სასქესო პაპილომების სიმპტომებია:

  • მცირე ზომის, კანის შეფერილობის ან ნაცრისფერი წამოწეული წარმონაქმნი სასქესო ორგანოების არეში
  • რამოდენიმე, შეჯგუფებულად განლაგებული წარმონაქმნი
  • ქავილი ან დისკომფორტი სასქესო ორგანოების არეში
  • სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს.

 

ზოგჯერ პაპილომა იმდენად მცირე ზომის და ბრტყელია, რომ შეუიარაღებელი თვალით რთული დასანახია. ზოგჯერ კი ფართო გროვების სახით არის წარმოდგენილი.

დიაგნოზი ეფუძნება საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის ანალიზს, სადაც პაპილომის ვირუსის არსებობას იკვლევენ. პაპილომების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია პერიოდული გასინჯვების ჩატარება საშვილოსნოს კიბოსათვის დამახასიათებელი ცვლილებების დროული გამოვლენის მიზნით.

მკურნალობა ადგილობრივად სამკურნალო მალამოების გამოყენებას და ზოგჯერ, ქირურგიულ პროცედურას მოიცავს. 

allmedic