ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება
allmedic
ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება არის კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება წითელი ან თეთრი, წვრილი სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამონაყარით. დაავადების ქორნიკულ ფორმას ურტიკარიასაც უწოდებენ და იგი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე შესაძლოა გრძელდებოდეს. 

მსგავსი რეაქციის კონკრეტული მიზეზი დადგენილი არაა, მაგრამ გარკვეული ფაქტორები მის პროვოცირებას იწვევენ:

  • ტკივილგამაყუჩებლები
  • მწერები ან პარაზიტები
  • ინფექციები
  • ქავილი
  • სიცხე ან სიცივე
  • სტრესი
  • მზე
  • ვარჯიში
  • ალკოჰოლი, საკვები ან საკვები დანამატები
  • კანზე ზეწოლა

ჭინჭრის ციების სახასიათო ნიშანია წითელი ან თეთრი გამონაყარი სახეზე, ტანზე, ხელებსა და ფეხებზე, რომელიც იწვევს ძლიერი ქავილის შეგრძნებას.

დიაგნოზის დასმა ხდება გამონაყრის დათვალიერებით.

მკურნალობა გულისმობს ანტიჰისტამინური საშუალებების და სიმპტომების შესამსუბუქებელი მედიკამენტების დანიშვნას.

allmedic