ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
allmedic
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) არის ქრონიკული, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

აივ აზიანებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ორგანიზმის უნარს, შეებრძოლოს სხვადასხვა დაავადებებს.

დაინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტისას, სისხლით ან დედიდან შვილზე ორსულობისას, ძუძუთი კვებისა ან მშობიარობისას.

აივ ინფექცია შიდსად იქცევა მას შემდეგ, როდესაც ვირუსი საკმარისი რაოდენობით მოკლავს იმ სპეციფიურ უჯრედებს, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს.

სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ინფიცირების ფაზაზე.

პირველადი ინფექციისას:

  • ცხელება
  • თავის ტკივილი
  • კუნთების და სახსრების ტკივილი
  • გამონაყარი
  • ყელის ტკივილი
  • გადიდებული ლიმფური კვანძები

ამ დროს გამოვლენილი სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ხშირად შეუმჩნეველიც რჩება, მაგრამ სწორედ ამ დროსაა ვირუსების რაოდენობა სისხლში ყველაზე მაღალი და ყველაზე დიდია გადადების შანსი.

ამის შემდეგ იწყება კლინიკურად ჩუმი ფაზა, რომლის დროსაც არანაირი სიმპტომი არ ვლინდება და მან შესაძლოა რამდენიმე წელიც გასტანოს.

ადრეული სიმპტომური ფაზა:

ვირუსი განაგრძობს გამრავლებას, იმუნური უჯრედების დაზიანებას და ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ცხელება
  • საერთო სისუსტე
  • გადიდებული ლიმფური კვანძები
  • დიარეა
  • წონის კლება
  • რძიანა (სტომატიტი)
  • ჰერპეს ზოსტერი

პროგრესირება შიდსში:

  • ძლიერი ღამის ოფლიანობა
  • მუდმივი ცხელება
  • ქრონიკული დიარეა
  • მუდმივი თეთრი ლაქები ან დაზიანებები ენასა და პირის ღრუში
  • მუდმივი, აუხსნელი დაღლილობა
  • წონის კლება
  • კანზე გამონაყარი ან სხვა სახის რეაქციები

დაავადების გამოვლენა ხდება სისხლში ან ნერწყვში ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულების დადგენით. სამწუხაროდ, მათი აღმოჩენა დაინფიცირებიდან 12 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი.

მკურნალობის სწორი რეჟიმის შესარჩევად აუცილებელია დაავადების ფაზის დადგენა.

დაავადებიდან სრული განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. თანამედროვე მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ და დაავადების პროგრესირების შეფერხებისკენ.  

allmedic