
არტერიული წნევა იქმნება გულის მიერ გადმოტყორცნილი სისხლის რაოდენობით და იმ წინაღობით, რომელსაც სისხლი არტერიებში დენის დროს აწყდება.
მაღალი არტერიული წნევა თანდათანობით ვითარდება და წლების მანძილზე შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
არსებობს ორი ტიპის მაღალი წნევა:
პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზია, რომლის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია და თანდათან ყალიბდება მრავალი წლის მანძლზე.
მეორეული ჰიპერტენზია, რომელიც გამოწვეულია სხვა დაავადების მიერ, მაგალითად:
ძირითადად, მომატებული არტერიული წნევა სიმპტომურად არ ვლინდება, მიუხედავად კრიტიკული ციფრებისა. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა.
წნევის მაჩვენებლების დადგენა სხვადასხვა ტიპის წნევის აპარატით შეიძლება. ნორმაში, ადამიანთა უმრავლესობაში იგი 120/80 მმ.ვწყ.სვ ტოლია.
მკურნალობა მოიცავს ცხოვრები წესის შეცვლას:
თუმცა, ხშირად მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი საკმარისი არაა და აუცილებელი ხდება წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მიღება, რომლის შერჩევა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.