ტუჩის ჰერპესი
ტუჩის ჰერპესი
allmedic
ტუჩის ჰერპესი
ტუჩის ჰერპესი

ტუჩის ჰერპესი მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დაჯგუფებული წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ტუჩის არეში.

 

ჰერპესვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ მარტივი ჰერპესის ვირუსი ნერვულ უჯრედებში ინახება.  გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ის აქტიურდება და გამონაყრის განვითარებას იწვევს. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ვირუსული ინფექცია და ცხლება
  • ჰორმონალური ცვლილებები, მაგალითად, მენსტრუაციასთან დაკავშირებული
  • სტრესი
  • დაღლილობა
  • მზის შუქის ან ქარის ზემოქმედება
  • იმუნურ სისტემაში მომხდარი ცვლილებები.

 

ჰერპესული გამონაყარი შემდეგ ეტაპებს გაივლის:

  • ქავილის შეგრძნება
  • ბუშტუკები
  • ფუფხით დაფარული გამსკდარი ბუშტუკები.

ზოგჯერ გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს:

  • ცხელება
  • მტკივნეული ღრძილები
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • გადიდებული ლიმფური კვანძები.

 

გამონაყრის არსებობის პერიოდში ადამიანი გადამდებია. ინფექცია  პირდაპირი კონტაქტით ან საერთო მოხმარების ნივთებით გადაეცმა.

 

დიაგნოზი გამონაყრის დათვალიერების საფუძველზე ისმება. იშვითად ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო.

 

ტუჩის ჰერპესი მკურნალობის გარეშე 3-4 კვირის განმავლობაში უკუგანვითარდება. პროცესის დასაჩქარებლად ზოგჯერ ანტივირუსული მედიკამენტები გამოიყენება კრემის ან დასალევი ფორმით. ტკივილის და დისკომფორტის შესამცირებლად ცივი საფენები და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ან მალამოების გამოყენება შეიძლება. 

allmedic