ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
allmedic
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა. იგი შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტის ვირუსმა ( A, B, C), ღვიძლის ალკოჰოლურმა, ტოქსიურმა და აუტოიმუნურმა დაზიანებებმა. გამომწვევისდა მიხედვით განსხვავებულია ჰეპატიტის დამახასიათებელი სიმპტომები და მკურნლობის მეთოდები.

ჰეპატიტი A (ბოტკინი)

იწვევს ჰეპატიტი A-ს ვირუსი, რომელიც ფეკალური მასის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრით გადაეცემა, დაბინძურებული ხელების ან/და საგნების და წყლის მეშვეობით.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • საერთო სისუსტე
  • გულისრევა, ღებინება
  • მუცლის ტკივლი და დისკომფორტი
  • თიხისფერი განავალი
  • მადის დაქვეითება
  • დაბალი სიცხე
  • მუქი შარდი
  • სახსრების ტკივილი
  • მოყვითალო შეფერილობის კანი

A ჰეპატიტი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან ძალზედ მწვავედ და ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე იყოს.

დიაგნოზის დასმა ხდება სისხლში ვირუსის აღმოჩენით.

სპეციფიური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, მხოლოდ საჭიროა: დასვენება და სიმპტომების შემამსუბუქებელი საშუალებების მიღება.

B ჰეპატიტს B ჰეპატიტის ვირუსი იწვევს, რომლის გადაცემა ხდება:

  • სქესობრივი კონტაქტისას
  • დაინფიცირებული ნემსიდან
  • დედიდან ბავშვზე მშობიარობისას

B ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე (6 თვემდე გრძელდებოდეს) და ქრონიკული (6 თვეზე მეტხანს მიმდინარეობდეს).

C ჰეპატიტს შესაბამისი ვირუსი იწვევს, რომლის გადაცემაც დაინფიცირებული სისხლიდან ხდება. ძალზედ ხშირად იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევითი გამოკვლევის შედეგად ვლინდება. დაავადება განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან იწვევს ღვიძლის მძიმე დაზიანებას, ციროზს. 

allmedic