ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)
ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)
allmedic
ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)
ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)

ჰემოროიდული დაავადება სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილისა და ანუსის მიდამოში არსებული ვენების ანთებაა, მომატებული წნევის გამო.

წნევის მატებას განაპირობებს:

  • დეფეკაციისას გადამეტებული ჭინთვა
  • დიდ დროის განმავლობაში უნიტაზზე ჯდომა
  • ქრონიკული დიარეა ან შეკრულობა
  • სიმსუქნე
  • ორსულობა
  • ანალური სქესობრივი კონტაქტი
  • მცირე რაოდენობით უჯრედისის შემცველი საკვები

ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, ვინაიდან სწორი ნაწლავისა და ანუსის ვენები ასაკთან ერთად სუსტდება და კარგავს ელასტიურობას.

ბუასილისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • უმტკივნეულო სისხლდენა კუჭის მოქმედებისას
  • ქავილი ან გაღიზიანება ანალური ხვრელის მიდამოში
  • ტკივლი ან დისკმფორტი
  • ანუსის ირგვლივი შეშუპება
  • მგრძნობიარე ან მტკივნეული წარმონაქმნი ანუსთან
  • ფეკალური მასების უნებლიე გამოყოფა

დიაგნოზის დასმა ხდება დაავადებული მიდამოს დათვალიერებით.

ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა საჭიროებს: ცხოვრების სტილის შეცვლას, ტკივილისა და დისკომფორტის შემამსუბუქებელი მედიკამენტების გამოყენებას, მძიმე შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას. 

allmedic