ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში
ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში
allmedic
ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში
ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში

ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებელი სისხლში:

  • მამაკაცებისთვის 13.5-დან 17.5 გრამ/დეცილიტრამდე მერყეობს;
  • მანდილოსნებისთვის 12.0-დან 15.5 გრამ/დეცილიტრამდე მერყეობს.

ბავშვებში ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებელი ასაკისა და სქესის შესაბამისად განსხვავებულია.

ნორმაზე დაბალი ჰემოგლობინის მაჩვენებელი ანემიისათვის არის დამახასიათებელი.

ანემიის მრავალი ფორმა არსებობს. ყველას სხვადასხვა მიზეზი გააჩნია. მიზეზებს შორისაა:

  • რკინის დეფიციტი
  • ვიტამინ B12-ის დეფიციტი
  • ფოლიუმის მჟავის დეფიციტი
  • სისხლდენა
  • სიმსივნე, რომელიც ძვლის ტვინს აზიანებს, მაგალითად, ლეიკემია
  • თირკმლის დაავადებები
  • ღვიძლის დაავადებები
  • ჰიპოთირეოიდიზმი
  • თალასემია - გენეტიკური დაავადება, რომელიც ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტს იწვევს.

 

ჰემოგლობინის მომატებული დონე შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთით იყოს განპირობებული:

  • ჭეშმარიტი პოლიციტემია (სისხლის წითელი უჯრედების სიჭარბე)
  • ფილტვის დაავადება
  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება)
  • მაღალმთიან გარემოში ცხოვრება
  • მძიმე მწეველობა
  • დამწვრობა
  • შეუპოვარი ღებინება
  • ჭარბი ფიზიკური დატვირთვა.

 

ჰემოგლობისნის დონის ნორმიდან გადახრის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

 

მკურნალობა გამოვლენილ მიზეზზეა დამოკიდებული. 

allmedic