ანემია
ანემია
allmedic
ანემია
ანემია

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში აღინიშნება ჯანმრთელი ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) ან ჰემოგლობინის ნაკლებობა. ამ შემთხვევაში ქვეითდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება.

ანემიის 400-მდე ტიპი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით: სისხლის დაკარგვით, ერითროციტების გამომუშავების დაქვეითებით და ორგანიზმის მიერ ერითროციტების დაშლით.

 

სიმპტომები:

  • ადვილად დაღლადობა და საერთო სისუსტე
  • აჩქარებული და არარეგულარული გულის ცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავის ტკივილები
  • კონცენტრაციის გართულება
  • თავბრუსხვევა
  • სიფერმკრთალე
  • უძილობა
  • ცივი კიდურები

დაავადების საწყის სტადიაზე სიმპტომებს მსუბუქი ხასიათი აქვს, თუმცა პროგრესირებასთან ერთად სიმპტომებიც უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება.

 

აუცილებელია, მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმის კონსულტაცია.

allmedic