სითბური დარტყმა ორგანიზმის გადახურებით გამოწვეული საშიში მდგომარეობაა, ვინაიდან ამ დროს სხეულის ტემპერატურამ შეიძლება 400C და მეტს მიაღწიოს.
სითბური დარტყმა საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, ვინაიდან მან შეიძლება განაპირობოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების - თავის ტვინის, გულის, თირკმლის სწრაფი დაზიანება და სიკვდილიც კი.
გარდა მაღალი ტემპერატურისა, სითბური დარტყმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
- ზედმეტი ტანსაცმელი, რომელიც ხელს უშლის ოფლის გამოყოფას
- ალკოჰოლის მიღება, რომელიც ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს თრგუნავს
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), არ ხდება ოფლის გამოყოფით დაკარგული სითხის რაოდენობის შევსება
სითბური დარტყმის სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურა, 400C და მეტი
- შეცვლილი მენტალური და ქცევითი სტატუსი
- ოფლის გამოყოფის დარღვევა
- გულისრევა და ღებინება
- კანის სიწითლე
- გახშირებული სუნთქვა
- გახშირებული გულისცემა
- თავის ტკივილი
დიგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილის, მისი დათვალიერების და ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის მეშვეობით:
- სისხლის ანალიზი - ნატრიუმის და კალიუმის დონის დასადგენად
- შარდის ანალიზი
- კუნთების ფუნქციის შემოწმება
- რენტეგენოლოგიური კვლევა
პირველადი სამედიცინო დახმარების უპირველესი ამოცანაა გადახურებული ორგანიზმის გაგრილება:
- ცივ /ყინულიან წყალში მოთავსება
- ცივი ორთქლით გაგრილება
- ყინულების დადება
- მიორელაქსანტები (კუნთების მოსადუნებელი საშუალება) კანკალის შესაწყვეტად