სიცხით გამოწვეული გამონაყარი
სიცხით გამოწვეული გამონაყარი
allmedic
სიცხით გამოწვეული გამონაყარი
სიცხით გამოწვეული გამონაყარი

სიცხით გამოწვეული გამონაყარი ვითარდება მაღალი ტემპერატურისას. ამ დროს ხდება საოფლე ჯირკვლების სადინრის დაბლოკვა, ოფლი აღარ გამიოყოფა, გროვდება კანქვეშ და იწვევს ანთებასა და გამონაყარს.

ზოგიერთი ფაქტორი ხელს უწყობს საოფლე ჯირკვლის სადინრის დაბლოკვას:

  • ბოლომდე განუვითარებელი საოფლე ჯირკვლები (ჩვილებში)
  • ტროპიკული კლიმატი - ცხელი, ნოტიო ჰავა
  • ფიზიკური დატვირთვა
  • გადახურება
  • გახანგრძლივებული წოლითი რეჟიმი

მოზრდილებში გამონაყარი კანის ნაკეცებსა და ტანსაცმელთან მჭიდრო შეხების ადგილებში ვითარდება, იქ სადაც ყველაზე მეტია ხახუნი. ჩვილებში კი ძირითადად კისერზე, გულმკერდზე, ზურგსა და საფენის ქვეშ.

დიაგნოზის დასმა ხდება ისნპექციის (დათვალიერების) საშუალებით.

გამონაყარის შესამცირებლად და გასაქრობად საჭიროა დაზიანებული ადგილის სუფთად და მშრალად შენახვა, გადახურებსაგან თავის არიდება, საჭიროებისას სპეციალური კრემების, ლოსიონების ადგილობრივად წასმა.

allmedic