სმენის დაქვეითება
სმენის დაქვეითება
allmedic
სმენის დაქვეითება
სმენის დაქვეითება

ასაკის მატებასთან ერთად სმენის დაქვეითება ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, ამის მიზეზად მუდმივი, ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება და გენეტიკური მიდრეკილებები მიიჩნევა.

დანარჩენ შემთხვევაში სმენის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • შიდა ყურის დაზიანება
  • ყურში დიდი რაოდენობის ცვილის (გოგირდის), დაგროვება
  • ყურის ინფექციები, ძვლების ანომალიური მიხორცებები და სიმსივნეები
  • დაფის აპკის გაგლეჯა

სმენის დაქვეითებისათვის დამახასიათებელია:

  • სიტყვების და ბგერების გარკვევის უნარის დაქვეითება
  • მოსაუბრისადმი თხოვნა ილაპარაკოს უდრო ხმამაღლა, გარკვევით და ნელა
  • რადიოსა და ტელევიზორის ხმის აწევა
  • სოციალური თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება

დიაგნოზის დასმა ხდება:

  • ჩივილების მოსმენით
  • კამერტონის საშუალებით სმენის შემოწმებით
  • აუდიომეტრიით

მკურნალობა გულისხმობს:

  • ცვილის მოშორებას ყურიდან
  • ქირურგიულ ჩარევას
  • დამხმარე სასმენ მოწყობილობას

კოჰლეარულ იმპლანტს

allmedic