თავის ტკივილი
თავის ტკივილი
allmedic
თავის ტკივილი
თავის ტკივილი

თავის ტკივლი მრავალგვარია. ის შეიძლება განვითარდეს როგორც ცალ, ასევე ორივე მხარეს, გადაეცეს ერთი ადგილიდან მეორეს, იყოს მჭრელი ან ყრუ, განვითარდეს თანდათანობით ან შეტევის სახის, გრძელდებოდეს რამდენიმე საათი ან დღე.

თავის ტკივლის ყოფენ პირველადად და მეორეულად:

თავის პირველადი ტკივილები, რომლებიც უშუალოდ თავის ტკივილის აღქმის სტრუქტურების ზედმეტი აქტივობითაა გამოწვეული. ასეთებია:

  • კლასტერული თავის ტკივილი (პერიოდულად განმეორებადი, თავის ერთი ნახევრის ტკივილი)
  • შაკიკი
  • თავის ტკივილი მოჭერილობის შეგრძნებით
  • სამწვერა ნერვის მიერ გამოწვეული თავის ტკივილი

 

პირველადი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა როგორებიცაა:

  • ალკოჰოლი, განსაკუთრებით წითელი ღვინო
  • ზოგიერთი საკვები
  • ძილის რეჟიმის შეცვლა, ცოტა ძილი
  • შიმშილი ან გამოტოვებული კვება
  • სტრესი

რაც შეეხება მეორად ტკივილს, ის გამოწვეულია გარკვეული დაავადებებით:

  • მწვავე სინუსიტი
  • თრომბი
  • თავის ტვინის ანევრიზმა
  • თავის ტვინის მომმარაგებელი სისხლძარღვების არასწორი განვითარება
  • სიმსივნეები
  • CO - თი მოწამვლა
  • ტვინის შერყევა
  • დეჰიდრატაცია
  • კბილების პრობლემები
  • ყურის ინფექცია
  • გლაუკომა
  • ენცეფალიტი
  • ჰემატომა
  • მენინგიტი
  • შიდა ქალის წნევის მომატება
  • ტოქსოპლაზმოზი
  • და სხვა მრავალი

 

მკურნალობა გულისხმობს გამომწვევი მიზეზის დადგენას და მის მკურნალობას.

allmedic