გლიკემიური ინდექსი
გლიკემიური ინდექსი
allmedic
გლიკემიური ინდექსი
გლიკემიური ინდექსი

გლიკემიური ინდექსი მიუთითებს საკვების მიღებიდან გარკვეული დროის მანძილზე სისხლში გლუკოზის დონის აწევის უნარზე. იგი მხოლოდ ნახშირწყლოვან საკვებს ეხება, რადგან სწორედ ისინი ახდენენ ყველაზე დიდ ზეგავლენას სისხლში შაქრის რაოდენობაზე.

ზოგიერთი სახამებლის შემცველი საკვები, როგორებიცაა ბრინჯი, შემწვარი კარტოფილი, ყურძენი ძალიან მაღლა სწევენ გლუკოზის დონეს სისხლში.

ისეთი პროდუქტები, რომელებიც არ შეიცავს სახამებელს, მაგალითად ბოსტნეული, მწვანილი, ზოგიერთი ხილი ხასიათდება დაბალი გლიკემიური ინდექსით, რადგან ისინი ვერ ახდენენ დიდ ზეგავლენას სისხლში შაქრის რაოდენობაზე.

 საკვების გლიკემიური ინდექსი შესაძლოა შეიცვალოს მისი სახეობიდან, სიმწიფიდან, მომზადების წესიდან ან თუნდაც მისი შენახვის ვადებიდან გამომდინარე. 

allmedic