გასტროეზოფაგური რეფლუქსი
გასტროეზოფაგური რეფლუქსი
allmedic
გასტროეზოფაგური რეფლუქსი
გასტროეზოფაგური რეფლუქსი

გასტროეზოფაგური რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას, რა სახელითაც ამ დაავადებას ზოგჯერ მოიხსენიებენ.

მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სპინქსტერის ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში. მსგავსი მდგომარეობის ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობის შემთვევაში ვითარდება საკმაოდ მძიმე გართულებები, როგორიცაა საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი) და კიბოსწინარე მდგომარეობაც კი.

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გულძმარვა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ყლაპვის გაძნელება
  • მშრალი ხველა
  • ხმის ჩახლეჩა ან ყელის ტკივილი
  • მჟავის და საკვების უკან ამოსვლა
  • შეგრძნება, თითქოს რაღაცაა ყელში გაჩხერილი

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა:

  • სიმპტომების შეფასება
  • მჟავის რაოდენობის შემოწმება საყლაპავში
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • ენდოსკოპია
  • ზოგჯერ ბიოფსია

მკურნალობა გულისხმობს კუჭის მჟავიანობის შესამცირებელ საშუალებებს, კუჭის მჟავის გამომუშავების დამაქვეითებელ მედიკამენტებს და სხვა სპეციფიური მკურნალობის მეთოდებს.

allmedic