გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი
allmedic
გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მას იწვევს ჰერპესის ვირუსი. ვინაიდან ჰერპეს-ვირუსი ორგანიზმის გარეთ იღუპება, შეუძლებელია ამ დაავადების გადადება პირსახოციდან, სააბაზანოდან და სხვა ტიპის საგნებიდან.

ჰერპეს-ვირუსით დაინფიცირება არ გულისხმობს სიმპტომების აუცილებლად გამოვლენას. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი სიმპტომურია, მას აღინიშნება:

  • ტკივლი ან ქავილი სასქესო ორგანოს მიდამოში, დაინფიცირებულ პარტნიორთნ ურთიერთობიდან 2-10 დღეში
  • წვრილი წითელი ან თეთრი გამონაყარი
  • ნახეთქები, წყლულები
  • ფუფხი
  • ტკივილი შარდვისას
  • საზარდულის ლიმფური კვანძების შეშუპება (არა ყოველთვის)

ქალებსა და კაცებში სიმპტომები სხვადასხვა ადგილებში ვლინდება.

ქალებშიც და კაცებშიც:

  • დუნდულებზე
  • ანუსში
  • პირში

ქალებში:

  • ვაგინის მიდამოებში
  • გარე გენიტალიებზე
  • საშვილოსნოს ყელზე

კაცებში:

  • პენისზე
  • სათესლეებთან
  • ბარძაყებზე
  • შარდსადენში

დიაგნოსტირება ხდება პაციენტის ჩივილის მოსმენით, გამონაყარის დათვალიერებით, ასევე:

  • ვირუსული კულტურის იდენტიფიცირება გამონაყარიდან აღებულ მასალაში
  • ვირუსის დნმ-ის დასადგენი კვლევა
  • სისხლის ანალიზი ჰერპეს-ვირუსზე

გენიტალური ჰერპესისაგან სამუდამოდ განკურნება შეუძლებელია, ამიტომ მკურნალობა მიმართულია:

  • დაზიანებების მალე შეხორცებისაკენ
  • სიმპტომატიკის შემსუბუქებისაკენ
  • რეციდივების რაოდენობის შემცირებისაკენ
  • გადაცემის რისკისა შემცირებისაკენ

ანტივირუსული მედიკამენტებიდან გამოიყენება:

  • აციკლოვირი
  • ფამციკლოვირი
  • ვალაციკლოვირი

კონრტეული დოზირება და წამლის მიღების სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.

დაავადებისთვის დამახასიათებელია ხშირი რეციდივები, განსაკუთრებით იმუნიტეტის დაქვეითებისას. 

allmedic