გასტრიტი
გასტრიტი
allmedic
გასტრიტი
გასტრიტი

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას ძირითადად იგივე ბაქტერია იწვევს, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. ასევე დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, სტრესი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა შეიძლება გახდეს დაავადების ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიზეზი. გასტრიტი შეიძლება იყოს მწვავე (განვითარდეს მოულოდნელად) ან ქრონიკული (გრძელდებოდეს დიდი ხნის მანძილზე).

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • მწვავე დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება მუცლის ზედა ცენტრალურ არეში, რომელიც შეიძლება გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს კვებსათან ერთად
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • სისავსის შეგრძნება კვების შემდეგ მუცლის ზედა ნაწილში

გარდა ჩივილებისა, დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია:

  • ჰელიკობაქტერია პილორის აღმოჩენა
  • კუჭის ლორწოვანის ენდოსკოპიური კვლევა
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტეგენოგრაფია ბარიუმის ფაფით

მკურნალობის ტაქტიკა აირჩევა გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე და შეიძლება მოიცავდეს:

  • ანტიბიოტიკებს ჰელიკობაქტერია პილორის საწინააღმდეგოდ
  • მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ მჟავის წარმოქმნას
  • ანაციდები მჟავიანობის გასანეიტრალებლად

 

allmedic