
აირები და მუცლის შებერილობა კუჭსა და ნაწლავებში ორგანიზმის მიერ საკვების ენერგიად გარდაქმნისას წარმოიქმნება. მიზეზი ასევეა: კვების დროს ჰაერის ჭარბი რაოდენობით „ჩაყლაპვა“, რამაც სლოკინიც შეიძლება გამოიწვიოს, დიდი რაოდენობის ბოჭკოს შემცველი საკვები (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები), სასმელი (გაზიანი), კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტები და ა.შ. მუცლის შებერილობასა და აირებს ხშირად თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ზოგჯერ მჭრელი ხასიათის ტკივილი.
მკურნალობა გულისხმობს კვებითი ჩვევის შეცვლას - გაზიანი სასმელის, მაღალბოჭკოვანი საკვების, რძის პროდუქტების შეზღუდვას, ასევე ხშირად გამოიყენება აქტიური ნახშირისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები, რომელიც თავად ახდენს აირების შთანთქმას.