კენჭები ნაღვლის ბუშტში
კენჭები ნაღვლის ბუშტში
allmedic
კენჭები ნაღვლის ბუშტში
კენჭები ნაღვლის ბუშტში

ნაღვლის ბუშტში კენჭები თავად ნაღვლის ბუშტში დაგროვებული საჭმლის მომნელებელი სითხის - ნაღვლის წვენისგან წარმოიქმნება, რაც შეიძლება მოხდეს:

  • თუ ნაღველი ზედმეტი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს.
  • თუ ნაღველი ღვიძლის ცხოველქმედების ერთ-ერთ პროდუქტს - ბილირუბინს ნორმალურზე მეტი რაოდენობით შეიცავს.
  • თუ არ ხდება ნაღვლის ბუშტის სრული დაცლა.

კენჭების რაოდენობა, ფორმა და ზომა მეტად მრავალფეროვანია.

შეიძლება ნაღვლის ბუშტში კენჭები არსებობდნენ, მაგრამ უსიმპტომოდ, მაგრამ თუ მათ აქვთ ბასრი კიდეები ან ახშობენ ნაღვლის სადინარს, მაშინ ვლინდება:

  • მწვავე, ძლიერი, უეცარი სახის ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა კუთხეში ან ცენტრალურ ნაწილში მკერდის ძვლის ქვემოთ
  • ზურგის ტკივილი ბეჭის ძვლებს შორის
  • ტკივლი მარჯვენა მხარში

ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე.

დიაგნოზის დასმა ხდება ულტრაბგერითი (ექო) ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიის გზით.

ნაღვლის ბუშტის კენჭების მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, ვლინდება თუ არა იგი სიმპტომურად. უსიმპტომო მიმდინარეობა არ საჭიროებს მკურნალობას, ხოლო სიმპტომურის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა და ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.

allmedic