ანალური აბსცესი
ანალური აბსცესი
allmedic
ანალური აბსცესი
ანალური აბსცესი

ანალური აბსცესი ყალიბდება ანუსის მიდამოში ჩირქის დაგროვებით, რაც გამოწვეულია მცირე ზომის ანალური ჯირკვლების დაინფიცირებით, სქესობრივად გადამდები ინფექციებით და სხვ. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს: ნაწლავების ანთებითი დაავადებები, დიაბეტი, სხვადასხვა მედიკამენტების - მაგ. პრედნიზოლონის გამოყენება და ა.შ.

ანალური აბსცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყოფა აბსცესის ლოკალიზაციის მიხედვით. ზედაპირული აბსცესისთვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება დაჯდომისას და დეფეკაციისას
  • კანის გაღიზიანება ანუსის ირგვლივ, რასაც თან ახლავს შეშუპება, სიწითლე და მგრძნობელობის მომატება
  • ჩირქოვანი გამონადენი
  • შეკრულობა

ღრმა აბსცესის შემთხვევაში ვლინდება:

  • შემცივნება
  • ცხელება
  • საერთო სისუსტე

ზოგჯერ ცხელება ღრმა აბსცესის დამახასიათებელი ერთადერთი სიმპტომია.

დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება ექიმის მიერ ანალური მიდამოს გასინჯვით.

მკურნალობა გულისხმობს აბსცესის დაუყოვნებლივ გახსნას და დრენირებას ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენების ქვეშ.

allmedic