საკვებით მოწამვლა
საკვებით მოწამვლა
allmedic
საკვებით მოწამვლა
საკვებით მოწამვლა

საკვებით მოწამვლა დაინფიცირებული საკვების მიღების შედეგად ვითარდება. ბაქტერიები,  ვისრუსები, პარაზიტები ან მათი ტოქსინები არიან საკვებით მოწამვლის უშუალო მიზეზები.

საკვების დაბინძურება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, დაწყებული მოყვანიდან, დასრულებული საჭმლის მომზადებით. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია თერმულად ცუდად დამუშავებული საკვები.

საკვებისმიერი მოწამვლის სიმპტომატიკა ორგანიზმი იმუნიტეტიდან და ინფექციური აგენტიდან გამომდინარეობს. ზოგადად დამახასიათებელია:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • დიარეა
  • ძლიერი ტკივილი და სპაზმი მუცლის არეში
  • ცხელება

დიაგნოზის დასმა ხდება ჩივილებიდან გამომდინარე. ზუსტი გამომწვევის დადგენა კი სისხლის, განავლის და სხვა ანალიზებით.  

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია გამომწვევზე და მდგომარეობის სიმძიმეზე. თუ მდგომარეობა არაა ძალიან მძიმე, მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც და მოიცავს:

  • დაკარგული სითხის და ელექტროლიტების აღდგენას დასალევი საშუალებების ან ინტრავენური გადასხმის მეშვეობით
  • ანტიბოტიკებს, თუ დაავადება ბაქტერიამ გამოიწვია

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში საჭიროა პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა და ექიმების მიერ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად. 

allmedic