
საშვილოსნოს ფიბროიდები ე.წ. კვანძები კეთილთვისებიანი სიმსვნეებია, რომლებსაც ასევე მიომებს ან ლეიომიომებს უწოდებენ. ისინი ვითარდებიან საშვილოსნოს გლუვკუნთოვან შრეში (მიომეტრიუმი) და არ გარდაიქმნებიან ავთვისებიანად.
კვანძი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე, მცირე ზომის ან მოზრდილი, სიმპტომური ან უსიმპტომოდ მიმდინარე, ამიტომ არაა გამორიცხული მისი სრულიად შემთხვევით აღმოჩენა ულტრაბგერითი კვლევისას.
კვანძის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა:
მიომისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
მიუხედავად იმისა, რომ კვანძების არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, გაძლიერებულმა მენსტრუალურმა სისხლდენამ შეიძლება ანემიის ჩამოყალიბება განაპირობოს. ასევე, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში მიომამ უნაყოფობა ან თვითნებური აბორტი გამოიწვიოს.
დიაგნოზის დასმა ხდება:
მიომის მკურნალობის ერთი რომელიმე კონკრეტული მეთოდი არ არსებობს. ხშირად იგი სულაც არ საჭიროებს ჩარევას და უმჯობესია მოცდა, ვინაიდან მენოპაუზის პერიოდიდან მისი ზომები თავისთავად მცირდება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელს უშლის ფეხმძიმობას ან იწვევს ანემიას, შეიძლება მიმართონ მედიკამენტოზურ, ჰორმონულ, მცირე ინვაზიურ თუ ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს.