
ნაყოფის განვითარება ჩასახვისთანავე იწყება. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ნაყოფის განვითარების ეტაპები.
კვირა 1 და 2
ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა მოხდეს ჩასახვა ანუ თქვენი ბოლო მესნტრუალური ციკლიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. სწორედ აქედან დაიწყება თქვენი ორსულობის ვადების ათვლა.
კვირა 3
ამ დროს ხდება უშუალოდ განაყოფიერებს პროცესი, როდესაც ერთმაენთს შეერწყება კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი და წარმოიქმნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც შემდგომში დასაბამს მისცემს ნაყოფს.
პირველი ტრიმესტრი |
|
კვირა 4 - 10 |
ამ პერიოდში ყველაზე მაღალია სხვადასხვა დეფექტების განვითარების რისკი. |
კვირა 4, დღე 1 |
იწყება ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ჩამოყალიბება. |
კვირა 4 - 6 |
ნაყოფი მცირე ზომისაა, წააგავას თავკომბალას. ამ პერიოდში ყალიბდება სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოები, როგორებიცაა ხერხემალი, გული, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხელებისა და ფეხების საწყისები. |
კვირა 6 - 10 |
ნაყოფი დაახლოებით 9 გ-ს იწონის და 4 სმ სიგრძისაა. გული ცემას იწყებს, ვითარდება ხელ-ფეხი და იკვეთება თითები. |
კვირა 9, დღე 1 |
ყველა ძირითადი ორგანო უკვე ჩამოყალიბებულია. |
კვირა 8 - 12 |
ნაყოფი ამ დროისთვის უკვე 5- 6 სმ-მდეა გაზრდილი და იწონის დაახლოებით 15 გ-ს. გარშემო არსებული სანაყოფე სითხე ხელს უწყობს მოძრაობას. ნაყოფს უვითარდება თავის მოძრაობის და პირის გაღება-დახურვის უნარი, ასევე კრავს მუშტს და სწორედ ამ დროს იგრძნობა პირველი დარტყმები. ამ პერიოდში იწყება სხვა ორგანოების ჩამოყალიბებაც, მათ შორისაა რეპროდუქციული სისტემაც, მაგრამ საკმაოდ რთულია სქესის განსაზღვრა. |
მეორე ტრიმესტრი (კვირა 13 - 27) |
|
მე-12 კვირის შემდეგ |
მუცლის მოშლის რისკი საგრძნობლად მცირდება. |
კვირა16 - 20 |
ნაყოფი ამ დროისათვის უკვე 125 გრამამდე წონის და დახლოებით 12 სმ სიგრძისაა. ზრდა განსაკუთრებით ინტენსიური სწორედ ამ პერიოდშია. ამ დროისთვის უკვე შესაძლებელი ხდება ზუსტი სქესის დადგენა. ქუთუთოებმა და ფრჩხილებმა დაიწყო ჩამოყალიბება. უკვე განვითარებულია ხმის აპარატიც, მაგრამ ნაყოფს არ შესწევს ტირილის უნარი. კვება ხორციელდება პლაცენტის საშუალებით. ნაყოფი იწყებს ამნიონური (სანაყოფე) სითხის ყლაპვას და შარდვას. ენა იწყებს მოძრაობას და ვითარდება წოვის სუსტი რეფლექსი. |
კვირა 20 - 24 |
ნაყოფის წონა შეადგენს 250 - 500 გრამს და არის დაახლოებით 30 სმ სიგრძის. ვითარდება ფეხის ფრჩხილები, თმის საფარი და კბილების ჩანასახები. დედისათვის საგრძნობი ხდება ნაყოფის მოძრაობები, რომლებიც შეიძლება მუცლის შებერვისას წარმოქმნილ გაზებში შეეშალოს. ნაყოფს აქვს თავისუფლად მოძრაობის და ტრიალის უნარი. |
22-ე კვირის შემდეგ |
22- ე კვირის შემდეგ დაბადებულ დღენაკლს სათანადო ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში აქვს გადარჩენის შანსი. |
კვირა 24 - 28 |
ბავშვი უკვე 1 კგ-დან 1,25 კგ-მდე იწონის და 35 სმ სიგრძისაა. კანი და მის ქვეშ არსებული ცხიმი კვლავაც საკმაოდ თხელია. ქუთუთოები იყოფა და ბავშვი თვალებს ახელს. ნათლად ჩანს ფეხისა და ხელის თითები. შესაძლოა დედამ გაარჩიოს პერიოდები, როდესაც ბავშვი აქტიურობს ან მოსვენების მდგომარეობაშია. ამ მხრივ ყველა ბავშვი განსხვავაებულია, მაგრამ დედა საშუალოდ 12 საათში უნდა გრძნობდეს 10 დარტყმას მაინც. |
მესამე სემესტრი |
|
კვირა 28 - 40 |
ბავშვის ზრდა საგრძნობია, დაახლოებით აორმაგებს წონას და სიგრძეს. |
კვირა 28 - 32 |
ბავშვი განვითარების ბოლო ფაზაში გადადის და ემზადება დაბადებისთვის. იგი დაახლოებით 40 სმ-მდე სიგრძისაა და 1.5 კგ-მდე იწონის. მხედველობა და სმენა ჩამოყალიბდა. ბავშვი რეაგირებს მუცელზე სინათლის წყაროს მიშუქებაზე, გარკვეულ ბგერებზე და მოსწონს სხვადასხვა სახის მუსიკა. ესმის დედის გულისცემა, მის სხეულში მოძრავი საკვების და სისხლის გადაადგილების ხმები. ხმამაღალი ბგერები იწვევს უხეშ მოძრაობებს. ბოლო კვირებში მოძრაობა განსაკუთრებით აქტიური ხდება. |
კვირა 32 - 36 |
32-ე კვირისათვის ბავშვის წონა 2,5 კგ-მდე და სიგრძე უკვე 45 სმ-მდეა. ეს პერიოდი გამოირჩევა განსაკუთრებული ზრდით, მეტწილად კი ტვინის განვითარებით. აუცილებელია დედის მხრიდან კალციუმის, რკინისა და ცილების სათანადო რაოდენობით მოხმარება ბავშვის სწორად განვითარებისათვის. გემოვნების შეგრძნება უკვე ჩამოყალიბებულია. |
კვირა 36 - 40 |
ბავშვი პუტკუნა და ვარდისფერია, ნაზი, გლუვი კანით და იწონის 3-დან 4.5 კგ-მდე და უკვე ელის დაბადებას. |
მე - 40 კვირა |
ბავშვი უნდა დაიბადოს. |