თვალის „თამაში“
თვალის „თამაში“
allmedic
თვალის „თამაში“
თვალის „თამაში“

თვალის „თამაში“ ეწოდება ქუთუთოს უნებლიე, ხშირ მოძრაობებს დროის მოკლე შუალედში.

მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ ისეთი დაავადებები როგორებიცაა ქუთუთოების ანთება, თვალების სიმშრალე, სინათლისადმი მგრძნობელობა, კონიუქტივიტი და სხვა შეიძლება იყოს მისი მაპროვოცირებელი. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია თვალის „თამაში“ ნერვული სისტემის დაზიანებით იყოს გამოწვეული.

ასევე არსებობს სხვა გამომწვევები, როგორებიცაა:

  • ალკოჰოლის მიღება
  • მკვეთრი შუქები
  • კოფეინის  მიღება
  • გადაღლა
  • თვალის ზედაპირის გაღიზიანება
  • ძილის ნაკლებობა
  • სიგარეტის მოწევა
  • სტრესი
  • ქარი

როგორც წესი, თვალის „თამაში“ რამდენიმე დღესა თუ კვირაში თავად გაივლის, მაგრამ თუკი იგი განპირობებულია სხვა დაავადებით, მაშინ საჭიროა ძირითადი დაავდების მკურნალობა. 

allmedic