თვალების დაღლილობა
თვალების დაღლილობა
allmedic
თვალების დაღლილობა
თვალების დაღლილობა

თვალების დაღლილობა ჩვენ საუკუნეში საკამოდ აქტუალური და ბევრისათვის შემაწუხებელი თემაა და იშვიათად არის სერიოზული დაავადებით გამოწვეული.

როგორც წესი იგი უკავშირდება:

  • კითხვას
  • წერას
  • მანქანის მართვას
  • ვიდეო თამაშებს
  • კომპიუტერის, მობილური ტელეფონისა და ტელევიზორის ეკრანის ხანგრძლივი დროის მანძილზე ყურებას

ამ დროს ადამიანი თვალებს იშვიათად ახამხამებს, ხოლო თვალის დახამხამება აუცილებელია თვალის გამოშრობის თავიდან აცილებისათვის, რაც იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • უსიამოვნო შეგრძნებას თვალის მიდამოში და მის გაღიზიანებას
  • ფოკუსირების გაძნელებას
  • სიმშრალეს ან ზედეტ ცრემლიანობას
  • დაბინდულ ან გაორებულ მხედველობას
  • შუქისადმი მგრძნობელობის მატებას
  • ტკივილი კისრის, მხრების ან ზურგის არეებში

ეს სიმპტომები ამცირებს ადამიანის პროდუქტიულობას.

მათი თავიდან არიდება ძალზედ მარტივი ცვლილებებითაა შესაძლებელი:

  • კომპიუტერთან დაჯექით 50-60 სმ დაშორებით და მოათავსეთ ისე, რომ ეკრანს ოდნავ ზემოდან დაყურებდეთ
  • რეგულარულად გაწმინდეთ ეკრანი მტვრისა და თითების ნაკვალევისგან
  • ისე შეარჩიეთ განათება, რომ არ ხდებოდეს ეკრანის არეკვლა
  • ყოველ 20 წუთში 20 წამით მოწყვიტეთ თვალი ეკრანს და გაიხედეთ გარეთ
  • გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი

 

უფრო დეტალური რჩევებისათვის მიმართეთ ექიმს.

allmedic