
ეპილეფსია ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება თავის ტვინში ნერვული უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, რაც იწვევს გულყრებს და ზოგჯერ გონების დაკარგვასაც კი.
შემთხვევათა ნახევარში ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, მეორე ნახევარს კი ფიქრობენ რომ განაპირობებს:
ვინაიდან ეპილეფსია თავის ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევაა, მან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ნებისმიერ პროცესზე, რომლის კოორდინაციასაც თავის ტვინი ახდენს და გამოიწვიოს:
თუმცა, ეპილეფსიის სიმპტომატიკა გაცილებით უფრო მეტად მრავალფეროვანია.
დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომების გამოკითხვით, ნევროლოგიური გამოკვლევით და სხვა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის მეთოდების გამოყენებით.
მკურნალობა გულისხმობს ანტიეპილეფსიური (გულყრისსაწინააღმდეგო) მედიკამენტების დანიშვნას, სპეციფიურ შემთხვევებში ქირურგიულ ჩარევას, ბავშვებში კეტოგენურ (მდიდარს ცხიმებით და მცირე დოზით ნახშირწყლების შემცველი) დიეტას და თერაპიის სხვა სპეციალიზებულ მეთოდებს.
დაავადება საკმაოდ რთული სამართავია, ამიტომ საჭიროებს ექიმის მუდმივ ზედამხედველობას და პაციენტის მხრიდანაც მდგომარეობის მუდმივ კონტროლს.