
ეოზინოფილია ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან დაავადებებს) მომატებულ რაოდენობას ნიშნავს. ეოზინოფილია მიუთითებს რომ ორგანიზმში ანთებით თუ ალერგიულ პროცესს აქვს ადგილი. უჯრედების რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს როგორც უშუალოდ სისხლში, ასევე სხვადასხვა ქსოვილებში. მათი რაოდენობის დადგენა ხდება ან სისხლის ანალიზის ან ქსოვილების ანალიზის საშუალებით.
მკურნალობა მიმდინარეობს გამომწვევის მიმართ და გულისხმობს კონკრეტული მიზეზი მოხსნას.