გადიდებული ღვიძლი
გადიდებული ღვიძლი
allmedic
გადიდებული ღვიძლი
გადიდებული ღვიძლი

ღვიძლი გადიდებულია, როდესაც ის თავის ნორმალურ საზღვრებს ცდება. მას იწვევს ღვიძლის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ციროზი, ჰეპატიტი, სიმსივნე, ნაღვლის ბუშტის და მისი სადინრის დახშობა და სხვა, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

თავად გადიდებულ ღვიძლს არ ახასიათებს არანაირი სიმპტომი. თუმცა იმ დაავადებებს, რომელსაც ის თან ახლავს ხშირად უკავშირდება:

  • მუცლის ტკივილი
  • დაღლილობა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • კანის სიყვითლე

დიაგნოზი ისმევა ღვიძლის პალპაციისას მისი ზომების დადგენით და სხვადასხვა კვლევის მეთოდებით, როგორებიცაა:

  • სისხლის სპეციფიური ანალიზები
  • რადიოლოგიური კვლევები, როგორებიცაა მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიები
  • ღვიძლის ბიოფსია

მკურნალობა მდგომარეობს ღვიძლის გადიდების გამომწვევი დაავადების მკურნალობაში.

allmedic