ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზი
allmedic
ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი ეს არის საკმაოდ მტკივნეული დაავადება და გულისხმობს საშვილოსნოს შიდა შრის - ენდომეტრიუმის - ზრდას სხვდასხვა ადგილებში. ხშირად ეს ადგილებია საკვერცხეები, ნაწლავები ან მენჯის ღრუს სხვა ნაწილები.

დაავადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქსოვილი იქცევა ისე, როგორც ჩვეულებრივ საშვილოსნოში ანუ სქელდება, იშლება და სისხლმდენი ხდება მენსტრუალური ციკლის პარალელურად, მაგრამ საშვილოსნოსგან განსხვავებით ვერ გამოდის ორგანიზმიდან, გროვდება და იწვევს სხვდასხვა პრობლემებს.

ამ მდგომარეობის განმაპირობებელი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ აქვს რამდენიმე ახსნა:

  • რეტროგარდული მენსტრუაცია ანუ როდესაც ენდომეტრიუმის უჯრედების შემცველი მენსტრუალური სისხლი საშვილოსნოდან გარეთ კი არა უკან ორგანიზმში მიედინება, ეწებება მენჯის ღრუს ორგანოებს და იქ განაგრძობს ფუნქციონირებას
  • მუცლადყოფნის დროს ენდომეტრიუმის უჯრედების მოხვედრა შეუსაბამო ადგილებში
  • ენდომეტრიუმის უჯრედების გადატანა ლიმფური ან სისხლის მიმოქცევის სიტემის მეშვეობით სხეულის სხვა ნაწილში
  • იმუნური სისტემის დარღვევები.

ენდომეტრიოზის პირველი ნიშანი მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ტკივილია (დისმენორეა), რომელიც ლოკალიზდება წელისა და მუცლის. ამასთან დაკავშირებით ვითარდება სხვადასხვა სიმპტომები:

  • მტკივნეული მენსტრუალური ციკლები (დისმენორეა)
  • მტკივნეული სქესობრივი კავშირი
  • ტკივილი შარდვის ან დეფეკაციისას
  • ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციისას
  • უნაყოფობა
  • დაღლილობა
  • დიარეა
  • შეკრულობა
  • მუცლის სპაზმები

დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილის, ექოსკოპიური და ლაპარასკოპიული კვლევების შედეგების საფუძველზე.

ენდომეტრიოზის მკურნალობა ხდება მედიკამნეტოზური გზით ან ქირურგიული ჩარევით.

მედიკამენტოზური თერაპია გულისხმობს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს და ჰორმონულ თერაპიას.

ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს დამზოგავი და მოიცავდეს მოხლოდ ზედმეტი ქსოვილის ამოკვეთას ან საშვილოსნოს სრულ ამოკვეთას. 

allmedic