ღვიძლის ფერმენტების მაჩვნებლების მომატება მიგვანიშნებს ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე ან მათში მიმდინარე ანთებით პროცესებზე. დაზიანებული ღვიძლის უჯრედებიდან სისხლში გადადის სხვადასხვა ნივთიერებები, მათ შორის ფერმენტები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორ ფერმენტს:
- ალანინ ტრანსამინაზა (ALT)
- ასპარტატ ტრანსამინაზა (AST)
ამ მაჩვენებლების მომატების მიზეზი შიძლება გახდეს:
- ზოგიერთი მედიკამენტი
- ალკოჰლის მოხმარება
- გულის უკმარისობა
- ჰეპატიტები
- ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება
- ჭარბწონიანობა
- სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლები
- ცელიაკია
- ციროზი
- ციტომეგალოვირუსი
- დერმატომიოზიტი
- ებშტეინ-ბარის ვირუსი
- ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი)
- გულის შეტევა
- ღვიძლის სიმსივნე
- ჰიპოთირეოზი (ფარისებრის ფუნქციის დაქვეითება)
- მონონუკლეოზი
- პანკრეატიტი
- და სხვა მრავალი
მკურნალობა ტარდება გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე.