
ამპუტაცია სხეულიდან კიდურის ნაწილობრივი ან სრული მოკვეთაა ქირურგიული ჩარევის მეშვეობით. მიზეზი კიდურის სისხლის მომარაგების დარღვევაა, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული: მძიმე ტრავმა, დამწვრობა, მოყინვა, სიმსივნე, სერიოზული ინფექცია, რომელიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ნერვული ქსოვილის გასქელება ე.წ. ნეირომა და ა.შ.