მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: მწვავე, ყრუ, მუდმივი, შეტევითი ან მოვლითი ხასიათის. გამოვლინდეს ხანმოკლედ ან ხანგრძლივი დროის მანძილზე.
თუ ტკივილს გაუსაძლისი ხასიათი აქვს, თან ახლავს სისხლიანი განავალი, სიცხე ან ძლიერი დაჭიმულობა მუცლის არეში, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს ან გამოუძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ხშირად, ტკივილის ლოკალიზაცია და ხასიათი მიუთითებს მის გამომწვევ მიზეზზე.
გენერალიზებულ ტკივილს ანუ რომელიც არაა ფოკუსირებული ერთ კონკრეტულ ადგილას, იწვევს:
- აპენდიციტი (ბრმა ნაწლავის ანთება)
- კრონის დაავადება
- დიაბეტური კეტოაციდოზი (კეტონების მაღალი დონე სისხლში)
- დივერტიკულიტი
- ტრავმა
- ნაწლავთა გაუვალობა
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ტყვიით მოწამვლა
- მეზენტერული ლიმფადენიტი (მუცლის ღრუს ლიმფური კვანძების ანთება)
- პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
- ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება
- პერიტონიტი (მუცლის ფარის ანთება)
- ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია
- მუცლის კუნთების დაჭიმვა
- გულმკერდის აორტის ანევრიზმა
- წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთება)
- საშარდე გზების ინფექცია
- ვირუსული გასტრო-ენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ანთება)
მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ტკივილს იწვევს:
- აპენდიციტი (ბრმა ნაწლავის ანთება)
- ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება)
- დივერტიკულიტი
- საშვილოსნოს ყელის ანთება
- ენდომეტრიოზი
- ნაწლავთა გაუვალობა
- ოვულაციასთან დაკავშირებული ტკივლი
- საკვერცხის ცისტა
- საშვილოსნოს მილების ანთებითი პროცესი
- ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება
მუცლის ღრუს ზედა ნაწილში ტკივილს იწვევს:
- სტენოკარდია
- აპენტიციტი
- ქოლანგიტი (ნაღვლის სადინარის ანთება)
- ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება)
- დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის - წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილის ანთება)
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
- ნაწლავთა გაუვალობა
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი
- გულის შეტევა
- არაწყლულისმიერი კუჭის ტკივილი
- პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
- კუჭის წყლული
- პერიკარდიტი (გულის გარსის ანთება)
- პლევრიტი (ფილტვის ირგვლივი არსებული ქსოვილის ანთება)
- ფილტვების ანთება
- პნევმოთორქასი (ფილტვის ჩაფუშვა, გამოწვეული გულმკერდის ღრუში ჰაერის შესვლით)
- პილორუსის სტენოზი (ახალშობილებში კუჭის შესავალი ნაწილის შევიწროება)
- გულმკერდის აორტის ანევრიზმა
მუცლის ღრუს ცენტრალურ ნაწილში ტკივილს იწვევს:
- აპენდიციტი
- დიაბეტური კეტოაციდოზი
- ნაწლავთა გაუვალობა
- მეზენტერული თრომბოზი (თრომბები ნაწლავის ვენებში)
- ტრავმა
- გულმკერდის აორტის ანევრიზმა
- პანკრეატიტი