
ქ.თბილისი,ბახტრიონის ქ.№ 11ბ

sophie@newlifegeorgia.com

+995 598 80 22 23; +995 322 620 101;
''New Life Global Network''უზრუნველყოფს უნაყოფობის მკურნალობას უახლესი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით. ''New Life Global Network''-ში მზად ვართ დავეხმაროთ ცალკეულ ინდივიდებსა და წყვილებს,რათა მათ ცხოვრებაში გაჩნდეს ბავშვი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვის ყოლის ოცნების განხორციელებაში დავეხმაროთ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით.
2008 წლიდან ''New Life Global Network''-ის დახმარებით 500-ზე მეტი ჯანმრთელი ბავშვი მოევლინა მოსიყვარულე ოჯახებს. ჩვენი IVF სპეციალისტები დაეხმარნენ უამრავ წყვილს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორისაა ავსტრალია,ევროპა,უკრაინა,ინდოეთი,ჩინეთი,იაპონია,კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენც.
''New Life Global Network''-ის ფერტილობის ცენტრები ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოში,ინდოეთში,უკრაინაში,ისრაელში,ინდოეთში,ტაილანდში,მექსიკაში,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესტონეთში. New Life საქართველო,ინდოეთი,ტაილანდი და ესტონეთი საყოველთაოდ ცნობილია ფერტილობის კლინიკებს შორის თავისი სრული სერვისებით,რომლებიც ხორციელდება ესტონელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. New Life უკრაინა,სომხეთი და ისრაელი ამ ეტაპზე წარმოადგენენ მხოლოდ სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციის ცენტრებს, თუმცა სამომავლო გეგმებში შედის IVF კლინიკების ჩამოყალიბება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, New Life-მა ააშენა მრავალი ოჯახი,მოიპოვა წამყვანი პოზიცია რეპროდუქციული მკურნალობის სფეროში. ჩვენ მთლიანად ვსპეციალიზდებით უშვილობის სფეროს მართვაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უდიდეს აქცენტს ვაკეთებთ არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, არამედ ჩვენი პაციენტების ემოციურ მდგომარეობაზეც. New Life გთავაზობთ მსოფლიო დონის ნაირსახეობას,ხელმისაწვდომი მკურნალობის მეშვეობით აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს. აქ პაციენტს ხვდება მეგობრული და კონფიდენციალური გარემო,ჩვენი ინტელექტის,ერთგულებისა და გამოცდილების წყალობით.
ვრცლად