
ქ.თბილისი, კოსტავას ქ.№67

info@esthetic.ge

(+995 32) 262 00 00; (+995 32) 236 50 07
კლინიკა ,,ესთეტიკ სერვისი'' დაფუძნდა 2007 წელს, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.
უახლესი აპარატურით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კლინიკა, პაციენტებს უმაღლესი დონის ეფექტურ და უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის დიდი სპექტრი:
· პლასტიკური ქირურგია
· კოსმეტიკური პროცედურების მრავალსახეობა
· რეაბილიტაციის ცენტრი (აკვა აერობიკა, აერობიკა, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა.)
· სამკურნალო და გასახდომი მასაჟის ფართო არჩევანი (ხელით, აპარატურული)
· სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება ინექციური და/ან აპარატურული მეთოდით
· ლაზერული ეპილაცია ( ალექსანდრიტის ლაზერი; დიოდი.)
· სოლარიუმი
,,ესთეტიკ სერვისი'' მსოფლიოს იმ თერთმეტ კლინიკათაგანია, სადაც სხეულის კონტურული პლასტიკა – დრენაჟების გარეშე კეთდება, რაც წარმოუდგენლად ამცირებს სარეაბილიტაციო დროს. ქირურგიული სამსახური, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი პლასტიკურ ქირურგიაში ბ–ნი ალექსანდრე კუტუბიძე ხელმძღვანელობს, პაციენტებს პლასტიკური ქირურგიის მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
ჩვენი გამოცდილი დერმატო–კოსმეტოლოგები და ექიმი ლაზერო–თერაპევტები მუდმივად გადიან სტაჟირებას უცხოეთის წამყვან კლინიკებში, რათა ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს კოსმეტოლოგიური პროცედურების უახლესი,უმტკივნეულო და უსაფრთხო საერთაშორისო სტანდარტების მეთოდები.
,,ესთეტიკ სერვისი''–ს სარეაბილიტაციო ცენტრი წარმატებული ქართველი ქალბატონების ცხოვრების წესად არის ქცეული, სადაც დაცულია ყველა ის უსაფრთხოება და ჰიგიენა, რაც მსოფლიოს მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრებშია წარმოდგენილი. რაც მთავარია ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი არის მხოლოდ ქალბატონებისათვის!!!
ვრცლად